ცერცვაძე: სწრაფი ტესტები უეჭველად საჭიროა, მაგრამ ხდება მისი დანიშნულების ჰიპერბოლიზაცია

„სწრაფი ტესტები უეჭველად საჭიროა, მაგრამ ხდება მისი დანიშნულების ჰიპერბოლიზაცია, გადაჭარბებული აჟიოტაჟი იმაზე, რომ რამდენიმე დღით დაიგვიანა ტესტების შემოტანამ”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, სწრაფი ტესტები შედარებით მცირე ხნის წინ შემოვიდა ხმარებაში და მათი დიდი უმრავლესობა ხარისხიანი არაა.

„სწრაფი ტესტები უეჭველად საჭიროა, მაგრამ ხდება მისი დანიშნულების ჰიპერბოლიზაცია, გადაჭარბებული აჟიოტაჟი იმაზე, რომ რამდენიმე დღით დაიგვიანა ტესტების შემოტანამ. აჟიოტაჟი ემსახურება პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან იმის ჩვენებას – არ გეგონოთ, რომ სახელმწიფო იდეალურია და სახელმწიფო ვერტიკალმა მართლაც იდეალურად იმუშავა.

სწრაფი ტესტები შედარებით მცირე ხნის წინ შემოვიდა ხმარებაში და მათი დიდი უმრავლესობა არ არის ხარისხიანი. საქართველოში უკვე იყო შემოტანილი სწრაფი მარტივი ტესტები და მაგრამ არცერთი არ გამოდგა, როდესაც შემოწმდა, აღმოჩნდა, რომ მისი მგრძნობელობა იყო 30 პროცენტი. ასეთი ტესტის ქონას ჯობს, საერთოდ არ გვქონდეს, უკან გააბრუნეს. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფომ უკვე შეიძინა, ან დღე დღეზე შეიძენს ახალ სისტემას, რომელიც უკვე გატესტილი იქნება და იქნება უფრო მაღალი მგრძნობელობის “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები