თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსის” გამოყენება აიკრძალა
თურქმენეთში სიტყვა “კორონავირუსის” გამოყენება აიკრძალა, სიტყვა მოხმარებიდან პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის მიზნით ამოიღეს.
ამის შესახებ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრის გარეშე” ავრცელებს (Reporters Without Borders).
უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში ყველა მედიასაშუალებას პუბლიკაციებში “კორონავირუსის” გამოყენება აუკრძალეს. ის, ასევე, სპეციალური ბროშურებიდან ამოიღეს, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სამუშაო ადგილებში აგზავნის.
ამასთან, მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში სამედიცინო ნიღბებს ატარებენ და პანდემიაზე საუბრობენ, შესაძლოა, დაპატიმრებული იყვნენ.
ბოლო მონაცემით, თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის.