აშშ იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში 100 მლნ დოლარის ღირებულების დახმარებას აღმოუჩენს
აშშ იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში 100 მლნ დოლარის ღირებულების სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
“ცოტა ხნის წინ პრემიერ ჯუზეპე კონტეს ველაპარაკე. დამატებითი რესურსები გვაქვს, დამატებითი პროდუქცია, რომელსაც არ ვსაჭიროებთ. იტალიაში გავაგზავნით დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების”,- თქვა ტრამპმა.
მოგვიანებით, თეთრი სახლის პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ კონტესთან საუბრის დროს, ტრამპმა “იტალიასთან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეწყვეტა, ასევე მზაობა იმის, რომ აღმოუჩენს სამედიცინო დახმარებას ყველას, ვისაც ეს სჭირდება”.
იტალიაში კორონავირუსის 101 739 დადასტურებული შემთხვევაა, 11, 5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 14 620 პაციენტმა კლინიკები დატოვა.