დღის ნახატი: ალბერტ დილბარიანის „ავტოპორტრეტი“

„სახლში ყოფნისას ალბათ მნიშვნელოვან დროს ყველანი ვუთმობთ მუსიკის სმენას. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დღის ნახატს გთავაზობთ“, – ასე უერთდება მუზეუმი ინიციატივას: „დარჩი სახლში“ და ყოველ დღე დამთვალიერებელს ფეისბუქგვერდზე რომელიმე მხატვრის შედევრს აცნობს.
„ალბერტ დილბარიანის ავტოპორტრეტში გამოსახულია ბიუსტი და ხის კონსტრუქცია. ორივე მათგანი ფირსაკრავს ერწყმის და თითქოს ერთიან მელოდიას ქმნის. წითელ წრეზე ტრიალებს მხატვრის ბიოგრაფიული ფირფიტა, სადაც ხის გამზომი განვლილი ცხოვრების გონებაა, ხოლო საკრავი – გრძნობები“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფოტო: ალბერტ დილბარიანი. ავტოპორტრეტი. ტილო, ზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები