WHO: ევროპაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს უახლოვდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში კორონავირუსული ინფექციის აფეთქების სტაბილიზაციის გარკვეულ ნიშნებს ხედავს.

ამის შესახებ ორგანიზაციის ჯანდაცვის საკითხთა საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

მისი თქმით, იტალია და ესპანეთი დაავადების პიკს უახლოვდებიან, ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მიერ მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაწესებული ზომები დადებითი შედეგის მომცემი უნდა იყოს.

მაიკ რაიანის თქმით, ამჟამად გამოვლენილი ახალი შემთხვევები ორი კვირის წინ ინფიცირების შედეგია.

“დაწესებული შეზღუდვების შედეგად, უამრავ ქვეყანაში ინფექციის გადაცემა ოჯახის წვერებსა და ახლო გარემოცვებში ხდება”, – აღნიშნა ექსპერტმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

მსოფლიოში ამჟამად ვირუსი 786 228 ადამიანს აქვს დადასტურებული, 39 820 პირი გარდაიცვალა, 166 041 პაციენტმა ვირუსის დამარცხება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები