იტალიაში კორონავირუსს 63 ექიმი ემსხვერპლა

​იტალიაში COVID-19-ს 63 მედიკოსი ემსხვერპლა.
აღნიშნულ მონაცემს იტალიის ექიმების ფედერაცია, FNOMCEO აქვეყნებს.

30 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 8 538 მედიკოსია ინფიცირებული, მათგან 595 ინფიცირება გუშინ მოხდა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში მძიმე სურათი, ასევე, ესპანეთშია, სადაც ვირუსი 12 298 ექიმს აქვს დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები