საქართველოს ეკონომიკა 2.2 %-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 2.2 %-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვალში მშპ-ის ზრდამ 3.7 % შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები