ფინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 13 მაისამდე გაახანგრძლივა

ფინეთის მთავრობამ ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები 13 მაისამდე გაახანგრძლივა.

როგორც მთავრობის მეთაურმა, მარინ სანამ განაცხადა, შემოღებულმა ზომებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა, ამიტომ შეზღუდვები 13 მაისამდე გახანგრძლივდება, კერძოდ, ეს ეხება სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებს.

რაც შეეხება მასობრივი ღონისძიებების ჩატარებას, ასევე, სარესტორნო საქმიანობასთან –  შეზღუდვები 31 მაისამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, მთავრობა სახელმწიფო საზღვრებისთვის ახალ დამატებით ზომების შემოღებას ამზადებს. საზღვაო მიმოსვლა იქნება შეჩერებული, დასაშვები მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები იქნება.

ფინეთში კორონავირუსით 1325 ადამიანია ინფიცირებული, 13 პაციენტი გარდაიცვალა, 10 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები