ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4831-მდე გაიზარდა
ისრაელში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 484-ით გაიზარდა და, ჯამურად, 4 831 შეადგინა, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გუშინ ორი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამურად, ქვეყანაში ვირუსს 17 პაციენტი ემსხვერპლა.
ამავე სტატისტიკით, 163 ადამიანი განიკურნა.
ქვეყანაში 573 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 2580 მკურნალობას სახლში გადის, 619 ექიმების დაკვირვების ქვეშ სპეციალურად მოწყობილ სასტუმროებში იმყოფება.