ვან გოგის დაბადების დღეს ნიდერლანდებში, დაკეტილი მუზეუმიდან მისი ნახატი მოიპარეს

ვინსენტ ვან გოგის დაბადების დღეს, ნიდერლანდებში, ქალაქ ლარენის მუზეუმიდან, რომელიც კორონავირუსის გამო დაკეტილი იყო, მხატვრის შედევრი მოიპარეს.
„სინგერ ლარენის“ მუზეუმი ამსტერდამის მახლობლად მდებარეობს. მუზეუმის წარმომადგენლების თქმით, ვან გოგის „გაზაფხულის ბაღი“ დილის ოთხ საათზე ისე მოიპარეს, რომ დააზიანეს მუზეუმის ფასადიც.
მილიონებად შეფასებული ტილო გრონინგემის მუზეუმიდან ქალაქ ლარენის მუზეუმში გადმოიტანეს სპეციალური ექსპოზიციისთვის.
მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ მომხდარის გამო შოკირებული და განრისხებულია.
სურათი  ვინსენტ ვან გოგმა 1884 წელს დახატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები