ავსტრიაში მაღაზიების გამყიდვლებს სამედიცინო ნიღბებით უზრუნველყოფენ

ავსტრიაში ხვალიდან სურსათის მაღაზიებში სამედიცინო ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, სებასტიან კურცმა აღნიშნა, პირბადეები საჭიროა არა იმისთვის, რომ არ დაინფიცირდე, არამედ იმისთვის, რომ სხვას არ გადასდო ინფექცია.

“მთლიანად ვაცნობიერებ, რომ ნიღბები ჩვენი კულტურისთვის ძალიან უცხო რამაა და ეს ზომა მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება”, – თქვა კურცმა.

გარდა ამისა, პირბადეებს მაღაზიების შესასვლელებთან ყველა მომხმარებელსაც დაურიგებენ, ეს ერთგვარი “მოთელვაა”, რადგან მოგვიანებით, ხელისუფლება გეგმავს, მოქალაქეები დაავალდებულოს, ატარონ ნიღბები ყველგან, სადაც მათ, შესაძლოა, ადამიანებთან ჰქონდეთ კონტაქტი.

ავსტრიაში 9 377 ინფიცირებულია, 108 ლეტალური შემთხვევაა, 244 პაციენტმა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები