აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 273-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 273-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ამასთანავე, ვირუსის დამარცხება 26-მა პაციენტმა შეძლო, 4 ლეტალური შემთხვევაა.

შტაბში აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ზრდა უკავშირდება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, ასევე, ქვეყნის შიგნით გავრცელების ფაქტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები