მთავრობა 16 მილიონად შაქრის, მაკარონისა და მზესუმზირის ზეთის შეძენას გეგმავს
მთავრობის 608-ე განკარგულების თანახმად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს 5000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონისა და 1 500 ათასი ლიტრი მზესუმზირის შეძენა დაევალა. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის 26 მარტს მიაწერა.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, შესყიდვების მიზანი ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნაა.
“საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 16 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორიელება”, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.