პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან განიკურნა

პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსი დაამარცხა და თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვიდა.

ამის შესახებ Reuters-ი უელსის პრინცის პრესმდივანზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, 71 წლის პრინცი თავს კარგად გრძნობს.

კლარენს-ჰაუსის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ,  თვითიზოლაციის პრინცის რეჟიმიდან გათავისუფლება გადაწყდა.

პრინც ჩარლზს COVID-19 გასულ კვირას დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები