“კორონავირუსზე ტესტირება გუშინ 20 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ, კიდევ შვიდი ტესტის პასუხს ველოდებით”
“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, კორონავირუსის მქონე არცერთი პაციენტი არ გვყავს”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს კორონავირუსზე ტესტი 7 პაციენტს ჩაუტარდა.
“ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 40 პაციენტია. მათგან კორონავირუსზე არცერთი დადასტურებული პაციენტი არ გვყავს. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ რაღაც პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება. დღეს 7 პაციენტს გაუკეთდა ტესტირება, ვისაც ჩვენება ჰქონდა. გუშინ კვლევა ჩაუტარდა 20 პაციენტს და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.