ბრიტანეთში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე, პენსიაზე მყოფი 20 ათასი ექიმი და ექთანი სამსახურს დაუბრუნდა
ბრიტანეთში 20 ათასი ექიმი და მედდა, რომელიც პენსიაზე იმყოფებოდა, კორონავირუსთან ბრძოლისთვის სამსახურს დაუბრუნდა.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფმა პრემიერმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ჯონსონმა მედიკოსებს, ფარმაცევტებსა და საბიუჯეტო სფეროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა – “ვფიქრობ, კორონავირუსმა ერთი რამე დაამტკიცა, რომ არსებობს ისეთი რამ, რასაც საზოგადოება ჰქვია”.
ბოლო მონაცემით, ბრიტანეთში 19 784 დადასტურებული შემთხვევაა, 1228 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა, 151 კი გამოჯანმრთელდა.