მარნეულის წისქვილკომბინატი, რომელიც მთელს საქართველოს ამარაგებს, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას (ვიდეო)

მარნეული ერთი კვირაა, რაც მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, აქ აქტიურად გრძელდება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სასურსათო ქსელების ფუნქციონირება. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.  მათივე ცნობით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული მსხვილი ობიექტების გამართულად მუშაობის მონიტორინგს.
“საწარმოო პროცესი გრძელდება მარნეულის წისქვილკომბინატშიც, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად ასობით საწარმო სუბიექტს ამარაგებს. დღის განმავლობაში, ამ ქარხანაში 190 ტონა ფქვილი იწარმოება, რომელიც პირველრიგში 60-დან 80 ტონამდე მიეწოდება ქვემო ქართლის რეგიონს, ხოლო დანარჩენი რესურსი საქართველოს სხვა რეგიონებს; ადგილზე ფქვილის მარაგის პრობლემა არ არის. ამ ეტაპზე, საწარმოში არსებული მარაგით, რომლის მოცულობაც 11 000 ტონა ხორბალს შეადგენს, უზრუნველყოფს ბაზრების მომარაგებას მაისის შუა რიცხვებამდე. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ მუნიციპალიტეტში არსებული მსხვილი ობიექტების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები