მერაბ ქვარაია: მიზეზთა გამო, რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო და ამიტომ აქ მოთხოვნები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება

„სიმშვიდის საფუძველი, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს, მიზეზთა გამო, საფრთხეებისა და რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო, ზუგდიდი. აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს ყველას და ამიტომ კიდევ უფრო მეტად მკაცრდება აქ მოთხოვნები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, მთავარია, ახლა არსებული შედეგი შენარჩუნდეს.

“ახლა მთავარია, შევინარჩუნოთ არსებული შედეგი, არ მოვეშვათ, გული ფუჭად არ დავიარხეინოთ და უგულისყურობით არ გავაფუჭოთ ის, რასაც უზარმაზარი საერთო ძალისხმევითა და მობილიზებით მივაღწიეთ ამ მომენტამდე. სიმშვიდის საფუძველი, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს! ვირუსი უფრო და უფრო პროგრესირებს და სულ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს მთელს მსოფლიოში. მიზეზთა გამო, საფრთხეებისა და რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო, ზუგდიდი, აქ კიდევ უფრო მეტი ყურადღება ამიტომაც კიდევ უფრო მეტად მკაცრდება აქ მოთხოვნები”, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

პარლამენტის წევრის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გზა და შედეგის მომტანი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, მკაცრი თვითკონტროლი, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და მაღალი პასუხისმგებლობაა.

“ზედმიწევნით დავიცვათ რეკომენდაციები და დადგენილი წესები, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის სიცოცხლეს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ყველას! ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ!”, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები