გორის კლინიკა “გორმედში” მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გორის კლინიკა “გორმედში” მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ “გორმედის“ დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შეყვანილი იქნა საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი, რომლის ნიმუშებიც გაგზავნილი იყო ლაბორატორიაში.
“,,გორმედის“ ქსელის გორის კლინიკიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილ ერთ საეჭვო შემთხვევაზე გაიგზავნა ნიმუშები ლაბორატორიაში, თუმცა პასუხი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა. ,,გორმედის“ ქსელის ყველა კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს პაციენტების მომსახურებას”, – განაცხადა ,,გორმედის“ დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა.