რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამუშაოები სპეციალური წესების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

“ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. საერთო ჯამში, 32 ხიდსა და 25 გვირაბზე სამუშაოები პარალელურ რჟიმში ხორციელდება. რაც შეეხება მეოთხე, შორაპანი-არგვეთასმონაკვეთს – ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამურად, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

ჯამურად, რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც, საბოლოოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები