“წინწყარო+”-ში საწარმოო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მდებარე რძის პროდუქტების საწარმო “წინწყარო+” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და სტანდარტების სრული დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.
„წინწყარო+“ ქართულ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს.არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 6 ტონა რძის გადამუშავებას,მცირე საწარმოში დასაქმებულია 11 ადგილობრივი.აღსანიშნავია, რომ საწარმო რძით ადგილობრივი მოსახლეობისგან და მიმდებარე სოფლებიდან მარაგდება.
თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” დახმარებით შეიქმნა და იწარმოებოდა:იმერული ყველი, სულგუნი, ყველის სხვა სახეობები და ნადუღი. 2018 წელს ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში RDFG-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსების სახით 60 000 ევრო მოიპოვა. პროექტში მიღებული გრანტით მეწარმემ შეიძინა დანადგარები, ჩამოსასხმელი ხაზი, მაცივარი ავტომობილი, რის საფუძველზეც დამატებით კიდევ სამი სახის პროდუქციის წარმოებას შეძლებს(რძე, მაწონი და დო).
საწარმოო პროცესს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ადგილზე გაეცნენ.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედვად „წინწყარო+“ მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს, რაც რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.