ასპინძის მერიას, გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, მოსახლეობამ სურსათი გადასცა
ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის ახალგაზრდებმა, სოფლის მოსახლეობისგან საკვები პროდუქტები შეაგროვეს და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების და სოფელ ჭობარეთის ახალგაზრდების მიერ შეგროვებული საკვები პროდუქტები დაბაში უკიდურესად გაჭირებულ ოჯახებს გადასცეს.