აზერბაიჯანში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

დაავადებულთაგან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11 – საშუალო სიმძიმის.

​ვირუსის დამარცხება 15-მა პაციენტმა შეძლო, 3 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

აზერბაიჯანში 24 მარტიდან 20 აპრილამდე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები