“მინდა, უსაზღვროდ დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული მესაზღვრის მიმართ”

მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინშია. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზეა დაცული.

“მოგესალმებით, მინდა, თქვენი ყურადღება ცოტახნით დამითმოთ. დღეს ჩემი პირველი დღეა კარანტინში ყოფნის (კარგად ვარ, ჯანმრთელად და მხნედ). თუკი რომელიმე თქვენგანს კიდევ ეპარება ეჭვი იმაში, თუ როგორი დონის უსაფრთხოების ზომებია დაცული ჩვენს ქვეყანაში?!… იქნებ პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ და აზრი შეიცვალოთ, დიახ ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვაზე უნდა მენდოთ.

1)მინდა, უსაზღვროდ დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული (ლარსის) მესაზღვრეების მიმართ მათი დაუღალავი შრომისთვის, სასწაული მობილიზაციაა, სათანადოდ მოწმდება ყველა რათა რისკი გამოირიცხოს,და დამოკიდებულება მგზავრების მიმართ ეს კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია.

2)მადლობა თითოეულ იმ მძღოლს, რომლებიც ჩვენთვის ამ საგანგებო სიტუაციაში თავდაუზოგავად მუშაობენ და მგაზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნავენ. ​
3)მადლობა ნუკრი ექიმს რომელიც, ალბათ, მეასედ მაგრამ დაუღალავად უხსნის ყველას, თითეეულ შემოსულ მგზავრს, თუ რატომაა საჭირო დეტალური სამედიცინო შემოწმება და იზოლაციაში ყოფნა.

4) მადლობა სასტუმროს პერსონალს საოცარი მომსახურებისა და სიყვარულისთვის, ჩვენი განწყობის ამაღლებისა და მორთმეული უგემრიელესი მარწყვისთვის საუკეთესოები ხართ. დაუღალავი მადლობა საქართველოს მედ პერსონალს და მადლობა ყველა ქართველ მოქალაქეს, რომლის თვითშეგნება, დარჩესთვით იზოლაციაში, მოწოდების სიმაღლეზეა. და ბოლოს, არანაირი უხეში კომენტარის ხილვა არ მსურს აქ მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისა”, – წერს ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები