შუახევში, სოციალური კამპანიის ფარგლებში, შეჭირვებულ ოჯახებს ფქვილი დაურიგდათ

შუახევში მიმდინარე სოციალური აქციის  ფარგლებში,  სოფელ გომარდულის მკვიდრმა ი/მ რამინ დარჩიძემ ,მუნიციპალიტეტს გარკვეული რაოდენობის პურის ფქვილი გადასცა. შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოხალისეებთან ერთად, აღნიშნული ფქვილიდან თითო ტომარა  ბარათაულში შეჭირვებულ ოჯახებს დაუნაწილა.

“მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო რამინ დარჩიძეს სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა თავისი თემის მოსახლეობის მიმართ. თითო ტომარა ფქვილი ბარათაულში უმწეო და ხანძრით დაზარალებულებს​ დავუნაწილეთ. სოციალური აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების მიღმა, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა ესაჭიროება“,- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინება, მუნიციპალიტეტში ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და თვითმმართველობის გადაწყვეტილება გააცნო,რომელიც, აუცილებელი საჭიროებისათვის, ადგილობრივებზე ავტომობილების მომსახურებას გულისხმობს.

სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები