პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, ხელთათმანიანი ხელებიც ხშირად უნდა დაიმუშაოთ

“ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, ხელთათმანიანი ხელებიც ხშირად უნდა დამუშავდეს  სადეზინფექციო საშუალებებით, რადგან ხელთათმანიანი ხელების სახესთან მიტანის დროს ვირუსის გადადების ალბათობა არსებობს.
„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ზუსტად ისევე უნდა ძალიან ხშირად დამუშავება. ეს განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ეხებათ, მაგრამ სხვებსაც ეხებათ. მაღაზიებში ბევრი ადამიანი ხელთათმანით მუშაობს. გასაგებია, რომ თავს იცავს, მაგრამ ისიც კარგად უნდა გაითავისოს, კანიდან არაფერი იჭრება. ეს ხელები რატოა საფრთხილო? იმიტომ, რომ ამ ხელით ვეხებით სახეს, პირს, ცხვირს ან თვალს ასე გადაგვაქვს ინფექცია. ასე რომ, ხელთათამნიანი ხელითაც ასე შეიძლება ამის გადატანა. ამიტომ, ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც”, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები