აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებას Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამით განახორციელებს

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორია, რომლის თანახმად უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების პროგრამას Office 365 A1 ლიცენზირების ფარგლებში განახორციელებს.

დისტანციური სწავლების პროგრამა ინტეგრირდა უნივერსიტეტის სასწავლო ბაზასთან (EEU-EL), რის შედეგადაც, ერთიან სისტემაში მოექცა სალექციო საათები (სასწავლო ცხრილი), სალექციო კურსები, სასწავლო გეგმები, ონ-ლაინ ლექციების გამართვა, დავალებები, ტესტები, ჯგუფების მართვა, სალექციო მასალები, და ა.შ. სისტემა ახორციელებს ონ-ლაინ ლექციების დროს ნებისმიერი სასწავლო მასალის გამოყენების შესაძლებლობას (Power Point; word, excel, და ა.შ.), ასევე, ავტომატურად ახდენს ჩატარებული ონ-ლაინ ლექციების დაარქივებას, რაც მათ შემდგომისთვისაც ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომს ხდის სტუდენტებისთვის.

შეიქმნა მოკლე სახელმძღვანელოები და პროგრამის მოხმარების ვიდეო-ინსტრუქციები სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის, განხორციელდა თანამშრომელთა ტრენინგები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის თანამშრომლობა მოიცავს სისტემის დანერგვიდან სალექციო პროცესის დაწყების შემდგომი პერიოდის მხარდაჭერასაც (Go Live Support). უნივერსიტეტმა Microsoft Teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო სისტემა კომპანია იუ ჯი თი-სთან ერთად დანერგა, რომელიც კორპორაცია Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორია, ფლობს Microsoft Global Training და Microsoft Gold Partner სტატუსებს.
დღეიდან უკვე ჩაეშვა განახლებული სასწავლო ელექტრონული ბაზა ინტეგრირებული დისტანციური სწავლების პროგრამით. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების პროცესი 1 აპრილიდან დაიწყება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები