მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა, 24 ათასზე მეტი გარდაცვლილია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 532 692-სს გადააჭარბა, გარდაცვლილია 24 075 ათასი პაციენტი.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა მაჩვენებლით აშშ-მა ჩინეთს გადაასწრო. 27 მარტის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებში ვირუსის 85 991 დადასტურებული შემთხვევაა მაშინ, როდესაც ჩინეთში –  81 782.

რაც შეეხება იტალიას – აქ ინფიცირებულთა რაოდენობა 80 589; ესპანეთი 57786; გერმანია 43938; ირანს საფრანგეთმა გადაასწრო სადაც 29566 ინფიცირებულია, ხოლო ირანში 29406; ბრიტანეთი შვეიცარიას ერთი ინფიცირებულით უსწრებს 11 812; სამხრეთ კორეაში მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება 9241-დან 9332-მდე;

სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია კვლავ პირველია – 8215; ესპანეთში 4365; ესპანეთში, ჰუბეის პროვინციაში მონაცემი არ შეცვლილა 3,169; ირანი – 2 234; საფრანგეთი – 1695; ბრიტანეთში 578;

მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 122 672 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები