წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით,  სამუშაოები წყალტუბოს მერმა დაათვალიერა.

გრიგოლ იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.

“მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყველა დაწყებული პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სოფელ ქვიტირში, ჭეიშვილების უბანში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორცილდება 1კმ 600მ. გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 530 636 ლარია. აღნიშნული გზის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, პარალელურად ამავე სოფელში ბეტონის გზები კეთდება N12 და N14 ქუჩებზე, ქალაქ წყალტუბოში გოგებაშვილის ქუჩაზე კი ეწყობა სასაფალობზე არსებული შიდა გზები”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სოფელ რიონშიც. სინატაშვილების უბანში არსებულ სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები