ამირან გამყრელიძე: ღვთის წყალობით, ქვეყანაში კორონავირუსის ნახტომისებური ზრდა არ გვაქვს

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა ერთბაშად მკვეთრი ზრდა ამ დროისთვის არ შეინიშნება.

მისივე თქმით, თუკი ასეთი დინამიკა შენარჩუნდა, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება.

“მივდივართ, ასე ვთქვათ, დუნე ზრდით. არ აქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით, ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის იმის ხარჯზე, რომ ყველა ერთად იბრძვის. 5-10-15 დღეში თუ იქნა, ამას მოერევა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს. მაგრამ რთული იქნება, თუ ეს ნახტომისებური იქნება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები