მეჯვრისხევის სამკერვალოში პირბადეებს კერავენ და მსურველებს უსასყიდლოდ ურიგებენ
შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მდებარე სამკერვალო მოინახულა.
სამკერვალოში, რომელიც, ,,აწარმოე საქართელოში” გრანტის ფარგლებში ჩამოყალიბდა, ამჟამად პირბადეებს კერავენ და უსასყიდლოდ ურიგებენ მსურველებს.
რწმუნებულმა სამკერვალოში დასაქმებულებს მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნამდვილად დროული ინიციატივაა.
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.