ბაღდათში მოხალისეთა ჯგუფები ბენეფიციარებს ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად უწევენ დახმარებას
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარება, უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარებისთვის კი საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ. აღნიშნული “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მერიიდან აცნობეს.
მოხალისეთა ჯგუფს ტრენინგები “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.
მოხალისეები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადაადგილდებისა და სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების სანიტარული ნორმების მონიტორინგს ახორციელებენ.