ეკატერინე ტიკარაძე: ყველა პროტოკოლის შესრულებაში პირადად ვიქნები ჩართული

“ამ ეტაპზე ყველა გამოწვევა იდენტიფიცირებულია. ეს არის საწვავფონდი, რომელიც უნდა იყოს მობილიზებული და ექიმების მზაობა” – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში ვიზიტის დროს განაცხადა.
დღევანდელი დღის მთავარი გამოწვევა არის ექიმების მზაობა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრემიერთან შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან იქნება ეს შეხვედრა არის იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ პაციენტების მართვა, როგორც სტაციონარში ასევე ბინაზე. დეტალური პროტოკოლი ყველა არის გაწერილი და მეც, როგორც ჩემი მოადგილეები ვიქნებით უშუალოდ, პერსონალურად ჩართული ყველა იმ ტრენინგის აღსრულებაში და ხარისხის გაკონტროლებაში რომელიც დღესდღეობით საჭიროა ჩვენი ექიმებისთვის. ასევე ყველა ობიექტს, რომელიც გამოყოფილი არის დღეს კორონავირუსისთვის და ცხელების პაციენტების მისაღებად ჩვენ ადგილზე გავეცნობით რათა შემდგომში აცილებული იქნეს ნებისმიერი ხარვეზი”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები