დანიის არქტიკულმა სარდლობამ აშშ გრენლანდიაში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია
დანიის თავდაცვის სამინისტროს სააგენტომ, ერთობლივმა არქტიკულმა სარდლობამ, შეერთებული შტატები გრენლანდიაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
არქტიკის სარდლობის უფროსმა, გენერალ-მაიორმა სორენ ანდერსონმა განაცხადა, რომ მან შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა გაუგზავნა და ახლა ვაშინგტონისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება.
მანვე დასძინა, რომ ამჟამად გრენლანდიის მახლობლად არც ერთი ჩინური ან რუსული გემი არ შეინიშნება.