დონალდ ტრამპი: მინესოტაში, არეულობის გამომწვევები, აგიტატორები და ამბოხებულები, ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მინესოტაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმიანება და წერს, რომ არეულობას ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები იწვევენ.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მისი ჩარევის შემთხვევაში, პრობლემა სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება.
„მინესოტაში, არეულობის გამომწვევები, აგიტატორები და ამბოხებულები, ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან.
გუბერნატორმა და მერმა არ იციან, რა უნდა გააკეთონ, მათ სრულიად დაკარგეს კონტროლი და ამ დროისთვის სრულიად უსარგებლოებად არიან ქცეულნი! თუ და როდესაც მე იძულებული ვიქნები ვიმოქმედო, ეს სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება!“ – წერს დონალდ ტრამპი.