კახეთში, თელავში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგოს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი გზაზე გადასვლას ცდილობდა. დაშავებულს ბარძაყის ძვალი აქვს გატეხილი და ოპერაციას საჭიროებს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.