სოზარ სუბარი: მარნეულში სურსათის შეტანისა და იქედან პროდუქციის გამოტანისას მოქალაქეებს ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ

კარანტინის გამო ჩაკეტილი მარნეულის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი მივიდნენ.

სუბარის განცხადებით, თბილისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის შეტანისა და იქედან პროდუქციის გამოტანისას მოქალაქეებს ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ.

„თავიდანვე ვთქვით, რომ სურსათი მომარაგების კუთხით პრობლემები არ არსებობს, თუმცა გარკვეული სოფლებიდან მაინც წამოვიდა სიგნალები. გუშინ შევთანხმდით მინისტრთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩამოვსულიყავით და შევკრებილიყავით. შესვლაზე უარი ვთქვით იმის გამო, რომ ყველამ უნდა დავიცვათ კარანტინისა და იზოლაციის წესები. როცა მოდის მანქანა თბილისიდან, რომელმაც სურსათი უნდა შეიტანოს მარნეულში და, ასევე, ის სურსათი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც მარნეულიდან მოდის პირიქით, შემსვლელ მანქანაზე დაიტვირთება, გადმოვა და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ ადამიანებს შეხება არ ჰქონდეთ ერთმანეთთან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები