Bloomberg: კორონავირუსმა ნორვეგიის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის მდგომარეობამდე დააბრუნა

“კორონავირუსის გავრცელების გამო, ნორვეგია, რომლის ეკონომიკა ჩრდილოეთ ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარ ეკონომიკად მიიჩნეოდა, მეორე მსოფლიო ომის მდგომარეობას დაუბრუნდა. ქვეყანაში უმუშევრობის ზღვარი უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდა”, – წერს Bloomberg-ი.

ნორვეგიის შრომის სამმართველოს მონაცემით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში უმუშევართა რიცხვი გაორმაგდა.

მანამდე, ნორვეგიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში მკაცრი ზომები 13 აპრილამდე გაგრძელდება: არ მუშაობენ სკოლები, საბავშვო ბაღები, სპორტკლუბები, გასართობი ცენტრები.

ხელისუფლებამ ეკონომიკის მხარდასაჭერად თითქმის 25 მლრდ დოლარი გამოყო.

ბოლო მონაცემით, ქვეყანაში Covid-19 2868 ადამიანს აქვს დადასტურებული, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები