ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა ჩინეთის მონაცემს გადააჭარბა

ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსს 738 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3434 შეადგენს.

ამის შესახებ El Pais-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3287 შეადგენს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 47 619 შეადგენს, 3166 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 5 367 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები