საჩხერეში გზები და სპორტული მოედანი მოეწყობა

ქალაქ საჩხერეში უბნებსა და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ამჯერად, რევაზ ჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჯამში 17 ქუჩას ჩაუტარდება.
ასევე, აქტიურ ფაზაშია საჩხერეში იაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები. 2020 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტში ქალაქში – 3 და სოფელში 2 მინი სპორტული მოედანი მოეწყობა. პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დ ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდაბა.
პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, თანმხლებ პირებთან ერთად განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები