იმერეთში, საკარანტინე სივრცეში მარნეულიდან ჩამოსული 56 მოქალაქე მოათავსეს

იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში –  ხარაგაულსა და თერჯოლაში მარნეულიდან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც ჩინურ კომპანიაში არიან დასაქმებულები, კარანტინში გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, მათი გადაყვანა მათსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა.
“მარნეულიდან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ჩინურ კომპანიაში, უსაფრთხოების გამო გადავიყვანეთ კარანტინში, ხარაგაულში არის 26, ხოლო თერჯოლაში 30 ადამიანი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა არიან მეთვალყურეობის ქვეშ”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, იმერეთში სულ 393 ადამიანია კარანტინში, აქედან 16 წყალტუბოს სამხედრო ჰოსპიტალში, 99 წყალტუბოში სასტუმრო “პლაზაში”, 222 საირმეში, ხოლო 56 საჩხერის საკარანტინე სივრცეში. თვითიზოლაციაში კი 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები