ქარელის მუნიციპალიტეტში ჩიტიხევის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში ჩიტიხევის გზის სარეაბილიტაციო სამუშოების მიმდინარეობა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, ადგილზე გზის სავალ ნაწილზე გრუნტის მოჭრა და დამუშავება სრულდება.
აღნიშნული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „დინ გრუპი“ ასრულებს.
პროექტის ფარგლებში სულ 1,156 კილომეტრი გზის საფარი დაიგება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები