სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 401 ადამიანი იმყოფება

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 401 ადამიანი იმყოფება. ამ ეტაპზე, ზედამხედველობიდან მოიხსნა 116 პირი, კარანტინში კი  86 ადამიანია, რომელთა შორის 27 პირი რეგიონიდან იქნა გადაყვანილი, რადგან მათ იზოლაციისთვის საჭირო პირობები არ გააჩნდათ.

რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა ასეთია: ზუგდიდში 106 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა 34, კარანტინში რჩება 40. აბაშაში  36 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა 10, კარანტინში რჩება 3. ფოთში 65 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა 15, კარანტინშია 8. მესტიაში 6 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია  4, კარანტინშია 2. მარტვილში 31 პირია თვითზოლაციაში, მოხსნილი 9, კარანტინშია 2. წალენჯიხაში  43 პირია თვითიზოლაციაშია, ზედამხედველობიდან მოიხსნა  11, კარანტინშია  16. ჩხოროწყუში  30 პირია თვითზოლაციაში, მოხსნილია  10, კარანტინშია 11. სენაკში 50 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა  11. კარანტინშია 1.  ხობში 34 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა 12 , კარანტინშია  3.

ამ ეტაპზე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პირია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 67 წლის პაციენტის ბიოლოგიური მასალა, შემდეგი კვლევისათვის, გაგზავნილია ლუგარის ქუთაისის ცენტრში. ანალიზის პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, მანამდე კი პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები