კახეთიდან 1 პაციენტი, მაღალი ტემპერატურით, თბილისში გადაიყვანეს – თვითიზოლაციაში 463 მოქალაქე რჩება

კახეთის რეგიონიდან თბილისის კლინიკაში, თვითიზოლაციიდან ტემპერატურის მატების გამო ,  1 ადამიანია გადაყვანილია, რაც შეეხება თბილისისა და გორის საავადმყოფოში გუშინ გადაყვანილ 2 მამაკაცს – მათ კორონავირუსი არ დაუდგუნდათ. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში 7 საკარანტინე სივრცე ერთით გაიზრდა და, ჯამურად, 8 ლოკაციაზე 528 ადამიანია განთავსებული. ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 463 მოქალაქე იმყოფება, ხოლო 3 პირი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო გადაყვანილია კარანტინში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 10, კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები