ივა ჭყონია: ფასები გაიზრდება, მთავრობამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებლის, ივა ჭყონიას განცხადებით, ლარის გაუფასურებასთან ერთად იმპორტირებულ და  არა მარტო იმპორტირებულ, პროდუქციაზე ფასების ზრდა გარდაუვალია.

მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში მთავრობასა და, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნულ ბანკთან ერთად გადამჭრელი ზომების მიღება მართებთ. როგორც ჭყონიამ „კვირას“ განუცხადა, ლარის შემდგომი გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციები საკმარისი არ არის და ეს, ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი ფულია.

ჭყონიას შეფასებით, თუ მთავრობამ გადამჭრელი ზომები არ მიიღო, ლარის არსებული კურსის ($1= 3.45 ლ) პირობებში იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანიები ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ და შესაბამისად ფასებს გაზრდიან.

შექმნილ სიტუაციაში ჭყონიასერთ -ერთ გამოსავლად იმპორტიორებისათვის დღგ-ს გადასახადის გადავადება მიაჩნია. როგორც ჭყონია აცხადებს, ამ შემთხვევაში კომპანიებს გარკვეული ფულადი რესურსი გამოუნთავისუფლდებათ, დანაკარგებიც შეუმცირდებათ და მარაგების დაგროვებასაც შეძლებენ. როგორც ჭყონია აცხადებს, ამ წინადადებით მან უკვე მიმართა მთავრობას და მათ რეაქციას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები