ადამ კინზინგერმა არჩილ თალაკვაძესთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პირველივე ეტაპზე ეფექტური ნაბიჯები გადადგა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.
ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.