მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოს შესახებ განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი, ენდემური სახეობა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას. მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თქმით, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა, გაუმართლებელია.
“მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიკფოტოებისა და ნიუსების გავრცელებისაგან,”- აცხადებენ სეს-ში.