WHO: აშშ შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების ახალ წყაროდ იქცეს
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აშშ შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ახალ წყაროდ იქცეს”, – წერს Reuters-ი.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარგარეტ ჰარისის თქმით, შეერთებულ შტატებში ვირუსის გავრცელების მაღალი ტემპები ფიქსირდება, “ამიტომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს”.
მანამდე, აშშ-ის მთავარმა ქირურგმა, ჯერომ ადამსმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.
მისი განმარტებით, ეს უკავშირდება იმას, რომ ამერიკელების უმრავლესობა ხელისუფლების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და აუცილებლობის გარეშე გადის ქუჩებში.
უკანასკნელი მონაცემით, აშშ-ში ინფიცირების 46,5 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, თითქმის 600 პაციენტი გარდაიცვალა.