WMA-ს თავმჯდომარე: კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემა, სულ მცირე, წლის ბოლომდე შენარჩუნდება

მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის (WMA)თავმჯდომარე, ფრანკ ულრიჰ მონტგომერი აცხადებს, რომ კორონავრიუსის გავრცელებით შექმნილი საგანგებო ვითარება, სულ მცირე, წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

“ეს პრობლემა ნამდვილად იქნება ჩვენი თანმხლები წლის ბოლომდე”, – განაცხადა მონტგომერიმ DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება “მთელი ჩვენი სოციალური ცხოვრებისა და შრომითი საქმიანობის” გადაწყობის აუცილებლობას გამოიწვევს და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ვაქცინა არ იქნება შემუშავებული.

მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია 100-ზე მეტ ექიმთა ეროვნულ კავშირს აერთიანებს. ასოციაცია 1947 წელს შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები