პაატა იმნაძე: ყველა კლასტერი შესწავლილია
“ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველა კლასტერი შესწავლილია”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის კითხვას, რომ იზრდება “რომანოვების კლასტერით” ინფიცირებულთა რიცხვი და არის თუ არა ბოლომდე შესწავლილი აღნიშნული ეს კონტაქტები.
“შესწავლილია ყველა. ჩემთვის სულ ერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში თუ ოჯახში. ყველას ვსწავლობთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.